Sunday, 12 August 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავხვეწე და შევასწორე პროექტის გეგმა, დოკუმენტები ავტვირთე დრაივში და მივაბი ბლოგზე.
გავაკეთე ჩემი ბლოგის პრეზენტაცია, წარვადგინე ჩემი პროექტი თანხმლები დოკუმენტებით.
მოვისმინე მონაწილეების პრეზენტაცია.

აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო სიახლეებით.
მივიღე ცოდნა, რომელსაც აუცილებლა გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

მადლობა ტრენერს და ტრენინგის მონაწილეებს!

Saturday, 11 August 2018

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პრეზენტაციები, ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. შევქმენით რესურსებში ახალი საქაღალდე ფასილიტაცია, რომელშიც განვათავსეთ ვიუერიდან გადმოწერილი მასალები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი აქტივობა და შევიტანე პროექტის გეგმაში.
გავიხსენეთ მუშაობა ექსელის ფაილში. ვისწავლეთ გუგლ ფორმა.

დღევანდელი დღეც სხვა დღეების მსგავსად იყო ნაყოფიერი.

Wednesday, 8 August 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-6 მოდული დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
კურსის რესურსებში შევქმენით საქაღალდე დიფერენციაცია , რომელშიც ჩავდეთ ვიუვერიდან გადმოწერილი დოკუმენტები :
შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით პრეზენტაციებს:სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი , განმავითარებელი შეფასების დიფერენციაცია .
განვასხვავეთ სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
გეგმაში შევავსე დიფერენცირების ნაწილი.
შევქმენით გაჯეტები ბლოგში,.
გავეცანით padlet.com -ს და დავრეგისტრირდით მასზე.

Sunday, 5 August 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

                                           მეექვსე დღის რეფლექსია
 დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და შევინახეთ მოსწავლის ნამუშევრის საქაღალდეში, შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. განვსაზღვრეთ რას ნიშნავს ხვედრითი წილი, ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში შეფასებები. შევადგინეთ ბიბლიოგრაფიის ფაილი.განვიხილეთ მე- 5 მოდული შეფასება. ვნახეთ შეფასების სქემის პრეზენტაცია. ვისწავლეთ იუთუბიდან ბლოგზე ვიდეოს ჩაშენება.

ქართული სპორტი / Georgian Sports





ბუკლეტი

Saturday, 4 August 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღის რეფლექსია
ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე, გავეცანით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაციები: საავტორო უფლებების ქაოსი, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში და ელ. ინფორმაციის სანდოობა.
გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშებს, მოვიძიე ინფორმაცია და დავიწყე მუშაობა ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შესახებ.
დღევანდელი დღეც ძალზედ დატვირთული და ბევრის მომცემია ჩემთვის.

Wednesday, 1 August 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, გავიხსენეთ ცხრილის დამზადება ვორდში, ვისწავლეთ ფაილის მიბმა პაუერ პოინტში სნიფინ თულის საშუალებით, მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია.შევავსე პროექტის შეფასების ჩარჩო. დღევანდელი დღე საინტერესო და ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო.

Saturday, 28 July 2018

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანი უკვე არსებულ პროექტებს, დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა. ჩამოვტვირთე ბუკლეტის შაბლონები  ვისწავლე ბუკლეტის დამზადება შაბლონის მიხედვით ასევე ვორდის დოკუმენტში, შექმნილი ბუკლეტი ავტვირთე დრაივზე და გავუზიარე ტრენერს. ტრენინგში მონაწილეებს გავუკეთე კომენტარი.

Sunday, 22 July 2018

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას, განვიხილეთ პორტთფოლიოს შეფასების რუბრიკა. შევქმენი საქაღალდე, რომელშიც განვათავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ სანიმუშო პროექტები ჯგუფებში. ვისწავლე ბლოგის შექმნა და ინფორმაციის განთავსება მასში.